
აღწერა
პროგრამის სახელწოდება: ფინანსები
პროგრამის ტიპი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია საფინანსო სერვისებში / Basic Vocational Qualification in Finance Services
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა: 1.5 წელი
სწავლის საფასური: 3580ლ. ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
სტუდენტის მიერ გადასახდელი თანხა – 620 ლ.
პროგრამის განხორციელება
ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად). პირსპირ სწავლება – თბილისი.
რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას
სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი. დიპლომის ფორმა იხილეთ აქ.
დასაქმების შესაძლებლობები
საფინანსო სერვისებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების მოლარედ, მათ შორის – ბილეთების გაყიდვების სალაროებში; ბანკებსა და არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო დაწესებილებებში მოლრისა და ოპერატორის პოზიციაზე, ასევე ნივთების დაგირავებითა და ფულადი თანხების გაცემით დაკავებული აგენტებისა და ბუკმეკერების პოზიციებზე.
ინტერნაციონალიზაცია
ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 35%. (პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 35% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).
სტუდენტის ბენეფიტები
• სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით
• სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.
• სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით
პროგრამაზე მიღება
აპლიკანტები ჩაირიცხებიან აკადემიის მიერ ორგანიზებული შერჩევის გზით. ტესტის ნიმუშები იხილეთ აქ: (ლინკი)
მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული, შემოდგომა.
გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას (ბმული)
კონტაქტი
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით,