
აღწერა
პროგრამის სახელწოდება: ინფორმაციის ტექნოლოგია
პროგრამის ტიპი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში / Basic Vocational Qualification in Information Technology Support
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა: 1 წელი
სწავლის საფასური: 3511ლ. სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
პროგრამის განხორციელება: ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად).
პირiსპირ სწავლება – თბილისი.
რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას
სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი. დიპლომის ფორმა იხილით აქ.
დასაქმების შესაძლებლობები
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.
ინტერნაციონალიზაცია
ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 95%.
(პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 95% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).
სტუდენტის ბენეფიტები
• სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით
• სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.
• სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით
პროგრამაზე მიღება
აპლიკანტები ჩაირიცხებიან აკადემიის მიერ ორგანიზებული შერჩევის გზით. ტესტის ნიმუშები იხილეთ აქ: (ლინკი)
მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული, შემოდგომა.
გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.
კონტაქტი
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.