
აღწერა
პროგრამის სახელწოდება: კომპიუტერული ქსელი და სისტემები
პროგრამის ტიპი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია კომპიუტერულ ქსელსა და სისტემებში/ Secondary Vocational Qualification in Computer Network and Systems
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა: 1.5 წელი
სწავლის საფასური: 5018ლ. სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
პროგრამის განხორციელება: ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად).
პირსპირ სწავლება – თბილისი.
რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას
სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი. დიპლომის ფორმა იხილით აქ.
დასაქმების შესაძლებლობები
კომპიუტერული ქსელისა და სისტემების სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურის მქონე ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისებით მოსარგებლე ნებისმიერ მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციაში, ასევე სატელეკომუნიკაციო პროფილის მქონე ორგანიზაციებში, ფილიალების/ობიექტების მქონე ქსელურ ორგანიზაციებში, მონაცემთა მართვის სააგენტოებში და სხვა ნებისმიერ, დიდი ზომის ორგანიზაციაში ქსელისა და სისტემების უმცროს (Junior) ადმინისტრატორად.
ინტერნაციონალიზაცია
ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 95%.
(პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 95% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).
სტუდენტის ბენეფიტები (სტუდენტის რუბრუკის ბმული)
• სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით
• სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.
• სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით
პროგრამაზე მიღება
აპლიკანტები ჩაირიცხებიან აკადემიის მიერ ორგანიზებული შერჩევის გზით. ტესტის ნიმუშები იხილეთ აქ: (ლინკი)
მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული, შემოდგომა.
გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.
კონტაქტი
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.