SBA პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობებს აძლევს სტაჟიორებს. ჩვენი საშტატო პერსონალის 17% სწორედ სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმდა აკადემიაში. ისინი დღეს იკავებენ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციებს ხარისხის უზრუნველყოფის და სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებებით, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ჩვენი სტაჟირების სისტემის ეფექტიანობასა და პროფესიული ზრდის მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გარემოს.
აკადემია არა მხოლოდ მრავალფეროვან და საინტერესო პროფესიულ საქმიანობას სთავაზობს პერსონალს, არამედ აქტიურად ზრუნავს მათი პროფესიული განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობებზე. SBA-ში მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ თანამშრომლები, რომლებიც შიდა დაწინაურების გზით გადანაწილდნენ აღნიშნულ თანამდებობებზე, რაც ჯამში თანამშრომლების თითქმის 20%-ს შეადგენს.
ეს პრაქტიკა ასახავს SBA-ს ღირებულებებს და მის ერთგულ დამოკიდებულებას პერსონალის ზრდის და უნარების განვითარების მხარდაჭერის მიმართ.