logo

კარგი საწარმოო/სადისტრიბუციო პრაქტიკა (EU GMP/GDP)

აღწერა

პროგრამის სახელწოდება: კარგი საწარმოო/სადისტრიბუციო პრაქტიკა (EU GMP/GDP)

პროგრამის ტიპი: პროფესიული გადამზადება

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა: 8 კვირა

სწავლის საფასური: 1200 ლარი. ზოგ შემთხვევაში სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ჩარიცხვის წინაპირობა

პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება და ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

• ფარმაცევტული კომპანიის GMP/ GDP, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის, დოკუმენტაციის მენეჯერის, ცვლილებების მენეჯერის, რეკლამაციის მენეჯერის, ხარისხის კონტროლის განყოფილების თანამშრომელად მუშაობის არანაკლებ 3 თვიანი გამოცდილება;
• სადისტრიბუციო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 3 თვიანი გამოცდილება;
• GMP/GDP შიდა აუდიტორებად მუშაობის არანაკლებ 3 თვიანი გამოცდილება;
არის ფარმაციის მიმართულების პროფესიული ან საბაკალავრო პროგრამების სტუდენტი ან კუსდამთავრებული

პროგრამის განხორციელება: პირისპირ სწავლა – თბილისი.

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას

სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. სერტიფიკატის ფორმა იხილით აქ

პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია, მსმენელმა შეიძინოს როგორც თეორიული ცოდნა EU GMP/GDP სტანდარტების შესახებ, ასევე მათი მოთხოვნების დანერგვის პრაქტიკული უნარები; ხელი შეუწყოს საქართველოს ნაციონალური GMP და GDP-ის (კარგი საწარმოო/სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტების დანერგვას ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე.

პროგრამაზე მიღება

აპლიკანტები ჩაირიცხებიან წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე.

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.

კონტაქტი

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.

მეტის ჩვენება