logo

საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA უზრუნველყოფს ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს აქვთ სრული წვდომა აკადემიის მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და რესურსებზე.

ჩვენი მიზანია, თითოეულ პირს შევუქმნათ ისეთი სასწავლო და სოციალური გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, მათი კანონიერი ინტერესების დაცვას და რეალიზებას.

ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად აკადემიაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია:

პროფესიული დახმარება

უზრუნველყოფილია სპეციალისტის მოწვევა: სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, თარჯიმანი და სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი, რომელიც პროფესიული სტუდენტის/მსმენელის კონსულტირებას, სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას და სწავლის პროცესს შეუწყობს ხელს.

ტექნოლოგიური მხარდაჭერა

- საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილია ხმის აღქმისა და აღწარმოების სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა უსინათლო პირებისთვის.

- დამხმარე ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღების ალტერნატიულ ფორმებს (აუდიო, ელექტრონული ფორმატები, ჟესტური ენის გამოყენება და სხვ.).

საგანმანათლებლო რესურსები

საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილია სასწავლო რესურსების ადაპტაცია და სტუდენტის საჭიროებაზე მორგებულ ფორმატში მათი მიწოდება.

ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობა

- საჭიროების შემთხვევაში, აკადემიაში სერვისების მიწოდება ორგანიზებულია იმგვარად, რომ ნებისმიერი ფიზიკური საჭიროების მქონე პირმა შეძლოს სერვისებით სარგებლობა.

- გარემო უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს პროფესიული სტუდენტებისთვის, რათა მათ სრულფასოვნად შეძლონ სასწავლო პროცესში ჩართვა.

ინდივიდუალური სასწავლო მხარდაჭერა

- საჭიროების შემთხვევაში, აკადემიაში სერვისების მიწოდება ორგანიზებულია იმგვარად, რომ ნებისმიერი ფიზიკური საჭიროების მქონე პირმა შეძლოს სერვისებით სარგებლობა.

- გარემო უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს პროფესიული სტუდენტებისთვის, რათა მათ სრულფასოვნად შეძლონ სასწავლო პროცესში ჩართვა.

აკადემიური პროცესის ადაპტაცია

• საჭიროების შემთხვევაში, აკადემიაში სერვისების მიწოდება ორგანიზებულია იმგვარად, რომ ნებისმიერი ფიზიკური საჭიროების მქონე პირმა შეძლოს სერვისებით სარგებლობა.

- გარემო უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს პროფესიული სტუდენტებისთვის, რათა მათ სრულფასოვნად შეძლონ სასწავლო პროცესში ჩართვა.