logo

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები

აღწერა

პროგრამის ტიპი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში/ Higher Vocational Qualification in Occupational Safety and Environmental Technology

სწავლების ენა

ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა

2 წელი

სწავლის საფასური

7140 ლ. სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

პროგრამის განხორციელება

ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად).

პირსპირ სწავლება –  თბილისი.

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას

სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი.

პარტნიორი ორგანიზაციები

  • შპს “საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA”, მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18/22
  • შპს ,,საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა”

იურ./ფაქტ მისამართი: ქ. თბილისი, თ.ერისთავის  ქ. N2 გ.

  • სს ,,გუდვილი”

იურ./ფაქტ მისამართი: ქ. თბილისი, ფარნავაზ მეფის  ქ. N1

  • შპს ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა”

იურ./ფაქტ მისამართი: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, წინანდლის ქ. N9

  • შპს ,,პოლიმერი 1“

იურ./ფაქტ მისამართი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა,  ვაგზლის ქ. N15ა,

  • შპს ,,გრანდი’’

იურიდიული მისამართი:  ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, კოტე მახარაძის, ფაქტობრივი მისამართი:  ქ. თბილისი, ჯაბიძის ქ. N8

  • შპს „ვესტა“

იურ./ფაქტ მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ვანის ქუჩა 4

  • შპს ,,ნი ესტეტიკ ჯორჯია”

იურ./ფაქტ მისამართი: ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 70 „ა“

  • სსიპ კოლეჯი „მერმისი“

იურ./ფაქტ მისამართი: ქ. თბილისი, დავით გურამიშვილის ჩიხი 9/ა

დასაქმების შესაძლებლობები

პროგრამის დასრულების შემდეგ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერი/სპეციალისტი    შეიძლება    დასაქმდეს    სხვადასხვა სფეროების: მშენებლობის, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, ნავთობისა და გაზის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, მძიმე მრეწველობის, სამთო მრეწველობის, საზღვაო პორტების, კომუნიკაციების, ტურიზმის, სარესტორნო, გასართობ, სავაჭრო,           საგანმანათლებლო           დაწესებულებებში:           უსაფრთხოების ინსპექტორად/მენეჯერად; ჯანმრთელობის დაცვის ინსპექტორად/მენეჯერად; შრომის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინსპექტორად/მენეჯერად; დაბინძურების ინსპექტორად; ჯანსაღი სამუშაო გარემოს დაცვის ოფიცერად; შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მრჩეველად; გარემოს დაცვის მრჩეველად; შრომის ჰიგიენის სპეციალისტად/მენეჯერად; ნარჩენების შეგროვების სპეციალისტად; ნარჩენების დამუშავება-მოცილების სპეციალისტად; დაბინძურებისაგან გასუფთავება-ნარჩენების მართვის ინსპექტორად; უსაფრთხოების დაცვის სპაციალისტად/ მენეჯერად; შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად; სახელმწიფოს შრომის ინსპექტირების სამსახურებში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად; სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად.

ინტერნაციონალიზაცია

ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 85%.

(პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 85% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).

სტუდენტის ბენეფიტები (სტუდენტის რუბრიკის ბმული)

  • სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით
  • სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.
  • სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით

 

პროგრამაზე მიღება

აპლიკანტები ჩაირიცხებიან პროფესიული ტესტირების გზით. ტესტის ნიმუშები და საგამოცდო პროგრამა იხილეთ აქ.

მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული, შემოდგომა.

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.

წინასწარი რეგისტრაცია 

კონტაქტი

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.

მეტის ჩვენება