აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარება

კატეგორია: ტრენინგ-მოდული
ჩანიშვნა გაზიარება
Share Course
Page Link
Share On Social Media

აღწერა

ტრენინგმოდულის დასახელება: აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარება (მასწავლებლის სახლის 66 საათიანი მოდული).

სწავლების ენა: ქართული

ტრენინგმოდულის ხანგრძლივობა: 66 საკონტაქტო საათი.

სწავლის საფასური: 450 ლარი.

ტრენინგმოდულის  სამიზნე ჯგუფი

ტრენინგმოდულის  სამიზნე ჯგუფი წარმოადგენს:

ა) პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ ,,აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N478 დადგენილებით დამტკიცებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სურვილი აქვთ დასაქმდნენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში აღმზრდელ-პედაგოგად;

ბ) პირები, რომლებიც დასაქმებული არიან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორად/მეთოდისტად;

გ) ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში დასაქმების მსურველი/დასაქმებული პირები, რომლთა პროფესიულ სტანდარტში ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებშიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლა;

დ) პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო რესურსცენტრების სკოლამდელი განათლების სპეციალისტის პოზიციაზე;

ე) პირები, რომლებიც არ არიან დასაქმებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ან დასაქმებული არიან კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და დაინტერესებულნი არიან ტრენინგ-მოდულის გავლით.

ტრენინგ – მოდულის  განხორციელება

ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად)

პირისპირ სწავლა – თბილისი.

ა დოკუმენტი გაიცემა ტრენინგმოდულის  დასრულებისას

გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის ფორმა იხილით აქ.

 

პროგრამის მიზანია მსმენელთათვის დასაქმებისათვის საჭირო ისეთი უნარების განვითარება, რომელთა გამოყენებითაც შეძლებენ საავტომობილო გადაზიდვების მარშრუტების დაგეგმვას, ხარჯთაღრიცხვების მომზადებასა და შესაბამისი დოკუმენტების წარმოებას, დარგის თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით. პროგრამის ფარგლებში, მსმენელები იმუშავებენ საავტომობილო გადაზიდვების ციფრულ პლატფორმაზე.

ტრენინგმოდულზე მიღება

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას

კონტაქტი

ტრენინგ – მოდულის  შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით

ტრენინ-მოდულის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.