ადამიანური რესურსების მართვის და კარიერული განვითარების მენეჯერი

ბარბარე გონაშვილი

ბარბარე გონაშვილი არის ფსიქოლოგიის განათლების მქონე პროფესიონალი, რომელსაც გააჩნია 20-წლიანი გამოცდილება საფინანსო სექტორსა და განათლების სფეროში. კარიერის განმავლობაში იგი მუშაობდა საოპერაციო, გაყიდვების, რისკების მართვისა და ადამიანური რესურსების (HR) მიმართულებით, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, მრავალმხრივი პროფესიული ცოდნა ეფექტიანად გამოიყენოს ორგანიზაციული განვითარების, კარიერული მართვისა და განათლების სფეროში. 

იგი 7 წელზე მეტია. რაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტია პროფესიულ განათლებაში, სადაც აქტიურად მონაწილეობს სასწავლო პროგრამების შეფასებასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. 

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, ბარბარე გონაშვილი წლების განმავლობაში ფინანსების პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ამჟამად არის ფინანსური მოდულების განმახორციელებელი  და ადამიანური რესურსების მართვისა და კარიერული განვითარების მენეჯერის პოზიციას იკავებს. მისი ძირითადი პასუხისმგებლობები მოიცავს პერსონალის განვითარების ხელშეწყობას, კარიერული შესაძლებლობების შექმნასა და ორგანიზაციული პროცესების მართვას. 

მისი პროფესიული კომპეტენციები მოიცავს ადამიანური რესურსების მართვას, კარიერული განვითარების სტრატეგიებს, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფას და ფინანსურ მენეჯმენტს.