ლაშა იაშვილი
ლაშა იაშვილი არის ინფორმატიკის, საინჟინრო განათლებისა და ვებ ტექნოლოგიების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი. მისი პროფესიული მოღვაწეობა მოიცავს ვებ ტექნოლოგიებს, პროგრამირებას და ქსელურ ადმინისტრირებას.
იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორია და საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს ინფორმაციის ტექნოლოგიისა და კომპიუტერული ქსელი და სისტემების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელია, რომლებიც ორიენტირებულია სტუდენტებისთვის მაღალკვალიფიციური IT განათლებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. მისი კარიერა მოიცავს ინოვაციური საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური პროექტების შექმნასა და მართვას.
2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტია, რაც აღიარებაა მისი პროფესიული მიღწევებისათვის საინჟინრო და ტექნოლოგიური განათლების სფეროში.
ლაშა იაშვილი აქტიურად არის ჩართული ციფრული განათლების ტრანსფორმაციაში, რაც მოიცავს ინოვაციური სწავლების მეთოდოლოგიების დანერგვასა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში. მისი ხელმძღვანელობით SBA-ში დაინერგა ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმები (Microsoft 365, Google Workspace და სხვა), გაიხსნა Cisco აკადემია, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სტუდენტების პრაქტიკულ ცოდნას და სასწავლო პროცესის ეფექტურობას.
მის სახელს უკავშირდება არაერთი ვებ პროექტი და პლატფორმა, რომლებიც განხორციელდა სტუდენტების ჩართულობით, როგორიცაა: https://gtugallery.ge/#/, tvifri.ge და სხვა.
იგი ფლობს ფართო ტექნოლოგიურ ცოდნას, მათ შორის: ვებ პროგრამირება, სისტემური პროგრამირება, ქსელური და სერვერული ადმინისტრირება.
ლაშა იაშვილი არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორი, რომლებიც ვებ ტექნოლოგიებს, საინჟინრო მოდელირებასა და პროგრამირებას ეხება. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომები მოიცავს ვებ ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს და სხვა საინჟინრო მიღწევებს. მისი სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნებულია საფრანგეთის, აშშ-ს, იტალიის და საქართველოს მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში. ასევე, იგი არის არაერთი სახელმძღვანელოს ავტორი.
ლაშა იაშვილი წარმოადგენს პროფესიონალს საინჟინრო, IT და განათლების სფეროში, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ციფრული განათლების ტრანსფორმაციაში და თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების დანერგვაში.
იგი SBA-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლების ციფრულ განვითარებას, ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციასა და თანამედროვე პროგრამირების მეთოდოლოგიების დანერგვას უწყობს ხელს. მისი მიზანია სტუდენტებისთვის თანამედროვე, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლების უზრუნველყოფა, რომელიც მათ გლობალურ IT ბაზარზე კონკურენტუნარიან ადამიანურ რესურსად აქცევს.