სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტი

ანი ჯალაღონია

ანი ჯალაღონია – საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტია. მისი საქმიანობა სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობას უკავშირდება. ზემოხსენებული მოიცავს, საგანმანათლებლო პროგრამების თავისებურებების შესაბამისად, სასწავლო პროცესის წარმართვას, პროფესიულ მასწავლებლებსა და სტუდენტებთან კომუნიკაციას, აკადემიურ მიღწევებთან დაკავშირებული მათი ინტერესებისა და საჭიროებების მხარდამჭერი ღონისძიებების ორგანიზებას.

ანის საგანმანათლებლო სისტემასთან ურთიერთობის პირველი გამოცდილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უკავშირდება, სადაც იგი სამოქალაქო განათლების მასწავლებლად მუშაობდა. აღნიშნულმა გამოცდილებამ მას შესაძლებლობა მისცა, ერთი მხრივ, სიღრმისეულად გასცნობოდა ზოგადი განათლების სისტემასა და მის მოწყობას, აგრეთვე, მოსწავლეებში სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა ჩამოეყალიბებინა.

ანიმ წარმატებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, რომლის საშუალებითაც მან სოციალური პროცესებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ასპექტების შესახებ სისტემური, თეორიული ცოდნა შეიძინა. ამასთანავე, იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია. აღნიშნულ პერიოდში ანიმ შეძლო, დაუფლებოდა ღრმა თეორიულ ცოდნას განათლების სისტემის თავისებურებების, მართვისა და პოლიტიკის შესახებ.