ნანული კობიაშვილი
ნანული კობიაშვილის აკადემიური და პროფესიული გზა 2016 წელს დაიწყო, როცა დაასრულა საქართველოს უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მან უნივერსიტეტის დასრულებისთანავე დაიწყო მუშაობა სკოლაში, სადაც 6 წელზე მეტ ხანს ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მისი ცოდნა არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული ცოდნით, ის მუდმივად დაკავშირებული იყო პრაქტიკულ გამოცდილებასთან, რამაც მას საშუალება მისცა, უფრო ღრმად გაეაზრებინა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლა-სწავლების პროცესის მნიშვნელობა და მისი როლი კულტურულ და განათლების სისტემაში.
2022 წელს მან დაასრულა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი და დაეუფლა განათლების ადმინისტრირების მიმართულებით მაგისტრის ხარისხს, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება.
2022 წლიდან ნანული კობიაშვილი მუშაობს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტად. მისი მისიაა, რომ საგანმანათლებლო პროცესები იყოს ეფექტური და კარგად ორგანიზებული. ამასთანავე, იგი კითხულობს ლექციებს მოდულში ,,კომუნიკაცია ქართულ ენაზე’’, სადაც მისი პროფესიონალიზმი და გამოცდილება სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მიიღონ ღრმა და პრაქტიკული ცოდნა.
მუდმივი თვითგანვითარება და ახალი უნარების შეძენა არის მისი ცხოვრებისეული პრინციპი. იგი მუდმივად ეძებს ახალ გამოწვევებს და ახალ შესაძლებლობებს, რათა გააძლიეროს როგორც საკუთარი, ისე თავისი სტუდენტების ცოდნა და უნარები.