მაია ჯაში
მაია ჯაში მრავალი წელია მოღვაწეობს საქართველოში საექთნო საქმის განვითარების მიმართულებით. დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. არის საქართველოს ექთნების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.
გაიარა პოსტ-სამაგისტრო სწავლების სასერტიფიკატო პროგრამა – საექთნო საქმე და საექთნო პედაგოგიკა – ემორის უნივერსიტეტში (ატლანტა, ჯორჯიის შტატი).
მას აქვს გავლილი საექთნო პროგრამის ტრენერების მომზადების 5-თვიანი სასწავლო კურსი ემორის უნივერსიტეტში (ატლანტა, აშშ) და ნიუ იორკის შტატის სწავლებისა და კვლევების საერთაშორისო პროგრამის ტრენერთა მომზადების კურსი – “სამეცნიერო საქმიანობის ინტეგრირება საექთნო განათლებაში”.
გახლდათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის პროფესიული მზადების პროგრამების უზრუნველყოფის ჯგუფის ექსპერტი ზოგადი პრაქტიკის ექთანთა მზადების დარგში.
იყო შპს „ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი“-ს დირექტორი და პროფესიული მასწავლებელი.
2005-2022 წლებში იყო საერთაშორისო კორპორაცია “პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის” – PFID – საქართველოს წარმომადგენლობაში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის “საქართველოს საექთნო განათლების პროგრამის“ კოორდინატორი.
არის საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და „საექთნო საქმის განვითარებისა და ხელშეწყობის ეროვნული საბჭოს“ წევრი
2020-2021 წლებში იყო სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული დარგობრივი საბჭოს წევრი და გადაეცა მადლობის სერტიფიკატი პროფესიული დარგობრივი საბჭოების მუშაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
ფლობს სხვადასხვა კონფერენციებზე, ტრენინგებზე, კონგრესებზე, ვორქშოფებზე დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატები.
მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კურსების, ტრენინგების, კონფერენციების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
უშუალოდ მონაწილეობს საექთნო მომზადება-გადამზადების სასერტიფიკატო კურსების შემუშავებასა და განხორციელებაში.
არის საექთნო საქმის მიმართულებით სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების და საერთაშორისო პუბლიკაციების თანაავტორი.
გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები საერთაშორისო ჟურნალებში (American Public Health Association).
2022 წლიდან ის საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში პრაქტიკის კოორდინატორის და პროფესიული პედაგოგის პოზიციას იკავებს.