სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების დასკვნითი კონფერენცია

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების დასკვნითი კონფერენცია

14 ნოემბერს,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივით  გაიმართა შემაჯამებელი დასკვნითი კონფერენცია, – სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებაგადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების 2015 წლის სახელმწიფო პროგრამისმონიტორინგის შედეგების ანალიზი.კონფერენცია და კვლევა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

შეხვედრას ესწრებოდა ყველა  ჩართული და დაინტერესებული მხარე. კონფერენციის ბოლოს,  მონაწილეთა:  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოითქვა რეკომენდაციები, ქვეყანაში ამ კუთხით არსებული მდგომარეობისა და სახელმწიფო პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით.

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში    საქართველოს ბიზნესის აკადემია  აქტიურადაა ჩართული, მისი განხორციელების პირველი წლიდანვე. კონფერენციას ესწრებოდა  საქართველოს ბიზნესის აკადემიის დირექტორი ქ-ნი ია ერაძე და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ქ-ნი მანანა მახარაშვილი.

 

 

1

2