იმდინარე წლის 7 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩატარდა აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!„
აქციის ფარგლებში აკადემიის სტუდენტებმა, პროფესორ–მასწავლებლებმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა უანგაროდ გაიღო სისხლი განსაცდელში ჩავარდნილი, მათთვის სრულიად უცნობი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ არაერთხელ უმასპინძლა აღნიშნულ აქციას, რითიც საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოში უანგარო დონორობის დამკვიდრების საქმეში.
“სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური” (სისხლის ბანკი) საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია, სადაც წარმოებს დონორული სისხლისაგან სისხლის კომპონენტების დამზადება და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგება.