23 დეკემბერს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო საახალწლო კარნავალი , რომელსაც უძღვებოდა მოწვეული დიჯეი. კარნავალზე წარმოდგენილი იყო სტუდენტური თვითშემოქმედება და სახალისო საკონკურსო ნომრები.
საახალწლო კარნავალში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სტუდენტები, რომლებიც განსხვავებული და ორიგინალური ნომრებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე და გულწრფელი მოწონება დაიმსახურეს.
დარბაზში მოულოდნელი ოვაცია გამოიწვია საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სტუდენტების მიერ აკადემიისადმი მიძღვნილმა განსაკუთრებული სითბოთი და გულიდან წამოსული სიტყვებით შესრულებულმა სიმღერამ „SBA ჩვენო“.
აკადემიის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სტუდენტებს გულწრფელი გრძნობით გამოთქმული სიყვარულისათვის, ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს და უსურვებს ბედნიერ მომავალს.
კარნავალის დასასრულს ასოციაციამ სურპრიზი- უგემრიელესი ტორტი შესთავაზა მონაწილეებს.