მიმდინარე წლის 28 დეკემბერს სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ” თბილისში გაიმართა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ყოველწლიური შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია. პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ აქცენტი გააკეთა ორგანიზაციის სამართლებრივ საქმიანობასა და იურიდიულ მომსახურებაზე. ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ქვეყანაში სოციალური დიალოგი, მინიმალური ხელფასის განსაზღვრა და საპენსიო დაზღვევა. დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა, გაერთიანების მიერ შემუშავებული ამ საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტები.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ია ერაძე და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი და საქართველოს განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირის ოფიციალური წარმომადგენელი მანანა მახარაშვილი.