2017 წლის 24 იანვარს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბიზნესის მართვის და ოფისის მენეჯერის პროფესიული პროგრამების სტუდენტების მონაწილეობითა და პროფესიული განათლების მასწავლებლის მანანა მახარაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა სემინარი.
სემინარი ეძღვნებოდა ოფიციალურ მიღებებზე ქცევისა და ეტიკეტის ნორმებს. სტუდენტებმა ასევე წარმოადგინეს საკუთარი ანალიზი ქართული საზოგადოების სამოქალაქო ეტიკეტის შესახებ.