მიმდინარე წლის პირველ თებერვალს, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ში გაიმართა„შერეული გამოფენა” , რომლის ორგანიზატორი იყო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის ინტელექტუალური მიმართულების დელეგატი- ჯუმბერ სამაკაშვილი.
გამოფენაზე სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი იყო პირადი კოლექციები: ნახატები, მონეტები, მედლები, მინიატურული წიგნები და სხვა მრავალი საინტერესო ნივთი.
გამოფენა გამოირჩეოდა დამთვალიერებელთა ფართო სპექტრით. ინტერესთა სხვადასხვაობის მიუხედავად , აღნიშნული ღონისძიება შეფასდა დადებითად.