2017 წლის 23 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში პარტნიორი კომპანიის მიერ ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „QBQ -პირადი პასუხისმგებლობა და მოტივაცია“. ლექციას უძღვებოდა, კომპანია Question Behind the Question-ის დირექტორი ქალბატონი, მაკა მჟავანაძე და მისი გუნდი: უჩა მაჭარაშვილი, ია ნიორაძე, ნინო ბაქანიძე და ქეთი სებისკვერაძე.
შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, იმსჯელეს თემებზე თუ რა არის წარმატება, რა არის საჭირო იმისათვის, რომ გავხდეთ წარმატებული ადამიანები, როგორ მოვახდინოთ ჩვენი სურვილებისა და შესაძლებლობების რეალიზება და რა როლს თამაშობს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში პირადი პასუხისმგებლობა.
კომპანია Question Behind the Question-ის დირექტორმა ქალბატონმა მაკა მჟავანაძემ, მადლობა გადაუხადა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სტუდენტებს ლექციაში მონაწილეობისა და გამოხატული ინტერესისათვის.