როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია- SEPIA ატარებს ინტელექტუალურ ბიზნეს ოლიმპიადას.
მეორე ნახევარფინალი გაიმართა13 აპრილს, ბათუმის N9, N22 და N25 საჯარო სკოლის წინასწარ შერჩეულ გუნდებს შორის, რომლის მიზანს წარმოადგენდა საუკეთესო მენეჯერების გამოვლენა. ნახევარფინალში N9 სკოლაში გაიმარჯვა მარიამ ჩოხარაძის ხუთეულმა, N22 სკოლაში გაიმარჯვა რაფაელა აბულაძის ხუთეულმა, ხოლო N25 სკოლაში გაიმარჯვა ბექა მამულაძის ხუთეულმა.
ოლიმპიადის წესების თანახმად, ამ გუნდის წევრები ავტომატურად გახდნენ მენეჯერები და წაგებული გუნდების წევრებისაგან შექმნეს საკუთარი გუნდები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან შიდა ფინალურ შეხვედრაზე, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ.
შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა, წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს.