2017 წლის 18 მაისს, შედგა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სენატის სხდომა. სენატის წევრებმა განიხილეს აკადემიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ისეთები როგორებიცაა ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დამატება და შრომის ბაზრის კვლევის მონაცემები, იმსჯელეს პროგრამების აქტვალობასა და განსახორციელებელი ქმედებების შესახებ. სენატის სხდომაზე განხილული იქნა ასევე აკადემიაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მოთხოვნების თანახმად შემუშავებული სტრატეგიული და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმები და სხვა აკადემიისთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული საკითხები. სენატის სხდომას ესწრებოდა ტელეოპერატორთა გილდიის თავმჯდომარე ბ-ნი ბესარიონ ორმოცაძე.