კოლეგიალური ვიზიტი

10–11 ოქტომბერს ზუგდიდში გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებული მეორე კოლეგიალური ვიზიტი, რომელიც ადამიანური რესურსების მართვასა და განვითარების პოლიტიკას მიეძღვნა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს გუნდმა: ია ერაძემ – აკადემიის დირექტორმა, კახაბერ ერაძემ- აკადემიის რექტორმა და ასოციაციის პრეზიდენტმა, ამირან ერაძემ – აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის მენეჯერმა და ასოციაციის ხარისხის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარემ, ბარბარე გონაშვილმა – აკადემიის ადამიანური რესურსების მართვისა და კარიერული განვითარების მენეჯერმა.

ამირან ერაძემ განახორციელა სესიის ფასილიტაცია და წარმართა დისკუსია ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებზე, ხოლო ბარბარე გონაშვილმა მონაწილეობა მიიღო მესამე სესიის პანელურ დისკუსიაში და გააზიარა აკადემიის კარგი პრაქტიკები პერსონალის შეფასებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით.

კოლეგიალური ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ბიზნესის აკადემიისთვის, რადგან ის წარმოადგენდა შესაძლებლობას კოლეგებისათვის გაეზიარებინა და ასევე მიეღო გამოცდილება სხვა კოლეჯებისაგან, განეხილა სისტემური განვითარების გამოწვევები და კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო, რომ აკადემია დგას ხარისხზე, თანამშრომლობასა და ინოვაციაზე დაფუძნებულ გზაზე.

ღონისძიებაში მონაწილეობდა ქვეყნის 18 კოლეჯის 50-მდე წარმომადგენელი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კერძო პროფესიული განათლების სექტორში მზარდ თანამშრომლობასა და პარტნიორობის კულტურას.