2017 წლის 29 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში პარლამენტის ორგანიზებით კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა გაიმართა. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ნაწილი მიმოიხილა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ქალბატონმა მარიამ ჯაშმა.
ქალბატონმა მარიამმა ისარგებლა შემთხვევით და გაეცნო აკადემიის ადმინისტრაციასა და ინფრასტრუქტურას. გამოთქვა აღფრთოვანება აკადემიის დამფუძნებლებისა და ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. აღნიშნა, რომ ქართული განათლების ბაზრისთვის საამაყოა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის მსგავსი დაწესებულებების არსებობა.
ქალბატონმა მარიამ ჯაშმა განვითარება და წარმატება უსურვა აკადემიის სტუდენტებსა და პერსონალს.