გილოცავთ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს სტუდენტობას!
გპირდებით საუკეთესო სტუდენტურ წლებს ჩვენთან ერთად ! გისურვებთ წინსვლას ცხოვრების იმ დიდ გზაზე, რომელზეც ახლა დგამთ პირველ ნაბიჯებს. ეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპის დასაწყისია.
საბაკალავრო პროგრამაზე რეგისტრაცია წარმოებს 2017 წლის 6 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი საბუთები:
ა)აბიტურიენტის პირადობის მოწმობის ასლი ორიგინალთან ერთად;
ბ)განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ორიგინალთან ერთად;
გ) ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4სმ და ამ ფოტოსურათის ელექტრონული ჩანაწერი CD დისკზე.
გისურვებთ წარმატებებს!