მიღება საბაჟო საქმის ინგლისურენოვან პროგრამაზე
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აცხადებს მიღებას საბაჟო საქმის ინგლისურენოვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2025 წლის 1 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით;
პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც დაძლეული აქვს სრული ზოგადი განათლება ან მიღებული აქვს უფრო მაღალი საფეხურის განათლება;
პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა არის ინგლისური ენის ფლობა B1 დონეზე;
საბაჟო საქმის ინგლისურენოვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველმა უნდა წარმოადგინოს აკადემიის ელექტრონულ ფოსტაზე – info@sba.edu.ge:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში მეურვის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
გ) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ცნობა, 17 წელს მიღწეული პირისთვის (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება).
პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების მიზნით, გამოყენებული იქნება შერჩევის მეთოდი – გასაუბრება;
აპლიკანტთა მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 2025 წლის 11 დეკემბერს, აკადემიის №108 აუდიტორიაში 16:00-დან 20:00 საათამდე
პროგრამის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცნობით ბმულზე – https://shorturl.at/1ojHv
პროგრამაზე სწავლით დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ ზემოთ აღნიშნული საბუთები ელექტრონულ პოსტაზე info@sba.edu.ge ან გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და თავად დაგიკავშირდებით – https://shorturl.at/lkw6H
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 544 44 71 66