2017 წლის 6-7 ნოემბერს სასტუმრო „ბეტსიში“ MCA-G პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ (ISWD) ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით გაიმართა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: „მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის პრაქტიკული უნარების განვითარება“. აღნიშნული ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებში მონაცემების შეგროვების და ანალიზის უნარების და კარიერული კონსულტირებისას საჭირო უნარების განვითარება. ტრენინგი ასევე მოიცავდა კარიერული კონსულტირებისთვის აქტიური მოსმენისა და კითხვების დასმის უნარების განვითარებას და პროფესიული ანგარიშის შედგენას. ტრენინგს უძღვებოდნენ პროექტის ადგილობრივი ექსპერტები თამარ მახარაძე და ნანა სუმბაძე.
აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდა, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი, ლიკა კომახიძე. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.