მიმდიარე წლის 28 ნოემბერს, კლუბ Lebowski-ში, უნივერსიტეტებს შორის გაიმართა სამოყვარულო ტურნირი ბოულინგში. ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ს გუნდები.
საკმაოდ დაძაბული და კონკურენტული თამაშის ფონზე, აკადემიის სტუდენტებმა წარმატებით გაიარეს წესებით გათვალისწინებული ოთხი ტური და მოიპოვეს საფინალო, საპრიზო ადგილი.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA მადლობას უხდის ტურნირში მონაწილე სტუდენტებს, თავდაუზოგავი მონდომებისა და აკადემიის სახელის წარმოჩენისათვის.