როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA -ში მიმდინარობს კონკურსი ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენები“. მიმდინარე წლის 28 თებერვალს, აკადემიაში გაიმართა „მომავლის ბიზნესმენების“ ნახევარფინალი, რუსთავის მე-5 და 23-ე საჯარო სკოლის წინასწარ შერჩეულ გუნდებს შორის. ნახევარფინალის მიზანს წარმოადგენდა საუკეთესო მენეჯერების გამოვლენა. თამაშის დაწყებამდე, მოსწავლეები გაეცნენ აკადემიის ინფარსტუქტურას.
ნახევარფინალში, მე-5 საჯარო სკოლის გუნდებს შორის, გაიმარჯვა ქეთევან ბუხრაშვილის ხოლო, 23-ე სკოლის გუნდებს შორის ეკატერინე ნანავას ხუთეულმა.
ოლიმპიადის წესების თანახმად, ამ გუნდის წევრები ავტომატურად გახდნენ მენეჯერები და წაგებული გუნდების წევრებისაგან შექმნეს საკუთარი გუნდები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან შიდა ფინალურ შეხვედრაზე, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ.
შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა, აკადემია წარმატებას უსურვებს მონაწილეებს.