გრძელდება სუპერფინალის შესარჩევი ეტაპი ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა “მომავლის ბიზნესმენების“, რომელიც გაიმართა 21 მარტს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ქალაქ რუსთავის N 14 და N 20 საჯარო სკოლების წინასწარ შერჩეულ გუნდებს შორის.
თითოეულ სკოლაში 5 გუნდს შორის გაიმართა შეჯიბრი, საუკეთესო გუნდის გამოსავლენად. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. გამოვლინდა გამარჯვებული ხუთეული N14 საჯარო სკოლაში, გუნდის მენეჯერი ნუცა ჩადუნელი გუნდის წევრები: ანანო ოქროპირიძე, სოფო გურიელიძე, ლიკა გრიგალაშვილი და მარიამ გოგუაძე.
N20 საჯარო სკოლაში, გუნდის მენეჯერი თაკო ბეშიძე გუნდის წევრები: მარიამ ჯიქიძე, მარიამ ზაველური, მარიამ ინასარიძე და სოფო სიხარულიძე.
ოლიმპიადის წესების თანახმად, გამარჯვებული გუნდები 3 აპრილს სუპერფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალი გაიმართება ქალაქ რუსთავის თეატრში, 13:00 საათზე. წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს.