2018 წლის 18 აპრილს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრაზე პროფესიული განათლების თემაზე იმსჯელეს. ღონისძიება განათლების რეფორმის პროცესში კერძო სექტორის მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად დაიგეგმა.
„შეხვედრა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით დაიგეგმა ემსახურება ერთ ძირითად მიზანს, რომ შედგეს დიალოგი საჯარო და კერძო სექტორს შორის პროფესიული განათლების თემაზე და შეიქმნას პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც კერძო სექტორს საშუალება ექნება მიიღოს ინფორმაცია პროფესიული განათლების რეფორმის და იმ მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც იგეგმება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განხორციელების მიმართულებით, სადაც კერძო სექტორის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.”- განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე.