საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა შორენა ხუბუნაიამ აკადემიის პროფესიული საგანმანთლბელო პროგრამის განმახორციელებელი პირებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების დაგეგმვა და შეფასება“.
ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმა, კალენდარული გეგმების შედგენის ახალი მეთოდები, სწავლების მეთოდების შერჩევა და პროფესიული სტუდენტის შეფასების კომპონენტის დაგეგმვა.
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, 2018-2019 სასწავლო წლიდან სრულად გადადის მოდულური პროგრამების განხორციელებაზე.