საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში სამუშაო ადგილზე/საწარმოებში დუალურ პროფესიულ სწავლებაზე პასუხიმგებელი პირების ე.წ ”მულტპლიკატორების“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მულტიპლიკატორებმა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სწავლების პროცესი საწარმოებში, გაიარეს სატრენინგო კურსები, რომელიც სამუშაო ადგილზე კოლეჯის სტუდენტებისთვის სასწავლო გარემოს შექმნის შესახებ გერმანული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო და ხელოსანთა პალატის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებას გამოხატავენ პროფესიული განათლების მიმართულებით გარკვეული პროექტების განხორციელებაზე. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე, რომელიც შეხვდა ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორს და დაისახა მომავალი თანამშრომლობის ნაბიჯები.