როგორც ცნობილია, 2018 წელს, ქ. რუსთავში ინეტელქტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენები“ გაიმართა, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია SEPIA-ს ორგანიზებით. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, აკადემიის მიერ დაწესებული ჯილდო პლანშეტური კომპიუტერი, მოთამაშეთა შორის საუკეთესო კითხვის ავტორის გამარჯვებულს ქ.რუსთავის, მე-5-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს ანა საჯაიას, აკადემიის პროფესორმა და ბიზნეს ოლიმპიადის ავტორმა პაატა ცაგარეიშვილმა გადასცა.