საქართველოს უძველესმა პროფესიულმა სასწავლებელმა 135 წლის იუბილე იზეიმა. 2018 წლის 2 ოქტომბერს სოფელ წინამძღვრიანთკარში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიული განათლების მომავალზე და იმ ახალ ინიციატივებზე, რომლებიც მიმდინარე რეფორმის შედეგად განხორციელდა. ერთ-ერთი ასეთი სიახლეა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება, რომელიც საქართველოს 7 კოლეჯში დაინერგა. ამ მოდელის შედეგებით საქართველოში უკვე 100-ზე მეტმა სტუდენტმა და 20-ზე მეტმა კერძო კომპანიამ ისარგებლა. წინამძღვრიანთკარში გამართული ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე.