გიორგი მუნჯიშვილი
IT პროგრამების ხელმძღვანელი/პროფესიული განათლების მასწავლებელი
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი სპეციალისტი და პედაგოგი, რომელიც აქტიურად მუშაობს როგორც პრაქტიკულ IT მიმართულებებში, ასევე სასწავლო პროცესში. მრავალწლიანი გამოცდილება აძლევს შესაძლებლობას, თანამედროვე ტექნოლოგიური ცოდნა რეალურ სამუშაო პრაქტიკასთან ერთად გადასცეს სტუდენტებს.
მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ადმინისტრირებას, IT ინფრასტრუქტურის მართვასა და თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას, რაც სწავლების პროცესს ხდის პრაქტიკულზე ორიენტირებულსა და მოთხოვნებთან შესაბამისს .
გამოირჩევა ტექნიკური საკითხების სიღრმისეული ცოდნით და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების უნარით. მისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების არა მხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენებადი უნარების განვითარება.


