
ტრენინგ–მოდულის დასახელება: პირველადი გადაუდებელი დახმარება: საბაზისო კურსი (First Aid Basic Training)
ტრენინ-მოდულის მიზნები: კურსი ორიენტირებულია გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების, სიცოცხლისთვის კრიტიკულ მდგომარეობათა მართვისა და პროფესიონალური დახმარების მოსვლამდე პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციის პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე.
სწავლების ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 30 საკონტაქტო საათი.
სტრუქტურა: თეორია 40%, პრაქტიკა/სიმულაცია 60%.
ფორმატი: ჰიბრიდული (თეორია — დისტანციურად, პრაქტიკა — პირისპირ სიმულაციურ ლაბორატორიაში).
შედეგი: მსმენელი შეძლებს DRCABD ალგორითმის გამოყენებას, CPR-ის (გულ-ფილტვის რეანიმაცია) ჩატარებას, AED-ის (დეფიბრილატორი) გამოყენებას, სისხლდენისა და ტრავმების მართვას და კრიტიკული მდგომარეობების (ინსულტი, ინფარქტი, დახრჩობა) ამოცნობას.
სერტიფიკატი: გაიცემა მინიმუმ 80% დასწრებისა და პრაქტიკული შეფასების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
რას ისწავლით კურსის განმავლობაში?
უსაფრთხოება და ალგორითმები: შემთხვევის ადგილის შეფასება, 112-თან კომუნიკაცია და სამართლებრივი ასპექტები.
რეანიმაცია: გულის გაჩერების მართვა და დეფიბრილატორის გამოყენების ტექნიკა.
ტრავმატოლოგია: სისხლდენის შეჩერების მეთოდები, ტურნიკეტის გამოყენება და მოტეხილობების მართვა.
გადაუდებელი მდგომარეობები: დახრჩობის პრევენცია (ჰეიმლიხის მანევრი), ინსულტის, ინფარქტის, ეპილეფსიისა და ალერგიული რეაქციების დროს მოქმედების წესები.