
ტრენინგ–მოდულის დასახელება: პერსონალური და სოციალური კომპეტენცია
ტრენინ-მოდულის მიზნები: კურსი ორიენტირებულია დასაქმებისა და პროფესიული საქმიანობისთვის გადამწყვეტი პერსონალური, სოციალური და სწავლის უნარების განვითარებაზე. პროგრამა ხელს უწყობს სამუშაო ბაზარზე წარმატებული ინტეგრაციისთვის საჭირო პასუხისმგებლიანი და ადაპტირებადი ქცევის ფორმირებას.
ხანგრძლივობა: 5 დღე (20 საათი).
ჯგუფი: მაქსიმუმ 20 მსმენელი.
ფორმატი: დასწრებით (აკადემიის სასწავლო სივრცეში) ან დისტანციურად (MS Teams).
შედეგი: ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაცია, რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის მომზადება, გუნდური მუშაობა, მოლაპარაკებების წარმართვა, დროის მენეჯმენტი და კონფლიქტების მართვა.
შეფასება: კურსის ბოლოს პრაქტიკული დავალების, პრეზენტაციისა და გამოკითხვის საფუძველზე (კომპეტენციების დადასტურების პრინციპით: ჩათვლა/არ ჩათვლა).
სერტიფიკატი: სწავლის შედეგების მიღწევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.