
ტრენინგ–მოდულის დასახელება: სამეწარმეო კომპეტენცია
ტრენინ-მოდულის მიზნები: კურსი ორიენტირებულია შრომის ბაზარზე მაღალმოთხოვნადი სამეწარმეო უნარების განვითარებაზე. პროგრამა ამზადებს მსმენელებს მცირე სამეწარმეო ინიციატივების დაგეგმვის, იდეების გენერირებისა და ბიზნესად გარდაქმნისთვის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დასაქმებისა და თვითდასაქმების შანსებს.
ხანგრძლივობა: 4 კვირა (12 სატრენინგო დღე, 32 საათი).
ჯგუფი: მაქსიმუმ 20 მსმენელი.
ფორმატი: დასწრებით (აკადემიის სასწავლო სივრცეში) ან დისტანციურად (MS Teams).
შედეგი: სამეწარმეო შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რესურსების მობილიზება, ბიუჯეტირება და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, რისკების შეფასება და მცირე სამეწარმეო პროექტის დაგეგმვა.
შეფასება: კურსის ბოლოს პრაქტიკული დავალების, პრეზენტაციისა და გამოკითხვის საფუძველზე (კომპეტენციების დადასტურების პრინციპით: ჩათვლა/არ ჩათვლა).
სერტიფიკატი: სწავლის შედეგების მიღწევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.