საჯარო შეხვედრა SBA-ში!

საჯარო შეხვედრა SBA-ში!
📅 1 ივლისი | ⏰ 16:00
საქართველოს ბიზნესის აკადემია (SBA) გიწვევთ საინტერესო საჯარო შეხვედრაზე საერთაშორისო ტექნოლოგიური ბიზნესის ლიდერთან, ილან ავივთან (Ilan Aviv) – კომპანია Silicon Service-ის აღმასრულებელ დირექტორთან.
🔹 „From Failure to Leadership: The Journey of Ilan Aviv“
შეხვედრის ფარგლებში სტუმარი ისაუბრებს საკუთარ პროფესიულ გზაზე, იმ გამოწვევებსა და წარუმატებლობებზე, რომლებმაც საბოლოოდ წარმატების საფუძველი შექმნა. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერი და მეწარმე სტუდენტებს გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს ლიდერობის, კარიერული განვითარების, ინოვაციების, სტარტაპების შექმნისა და წარმატების მიღწევის შესახებ.
💡 თუ გაინტერესებთ ტექნოლოგიები, ბიზნესი, მეწარმეობა და ლიდერობა – არ გამოტოვოთ შესაძლებლობა შეხვდეთ ადამიანს, რომელმაც პროგრამისტის პოზიციიდან წარმატებული საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობამდე მიაღწია.
📍 საქართველოს ბიზნესის აკადემია (SBA)
📅 1 ივლისი, 16:00
დასწრება თავისუფალია.
სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfiBXy6wtsPoLFpNEvxyGXX9Fff0xZY8fv2Nozm2YMJgjLYdg/viewform