მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩატარდა აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!” აქციის ფარგლებში აკადემიის სტუდენტებმა და პროფესიულმა მასწავლებლებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი განსაცდელში მყოფი, მათთვის სრულიად უცნობი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA უკვე მეოთხედ მასპინძლობს აღნიშნულ აქციას, რითიც საკუთარი წვლილი შეაქვს საქართველოში უანგარო დონორობის დამკვიდრების საქმეში.
“სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური” (სისხლის ბანკი) საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია, სადაც წარმოებს დონორული სისხლისაგან სისხლის კომპონენტების დამზადება და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგება.