დუალური მიდგომით პროგრამების განხორციელება საქართველოს განათლების სისტემაში გასულ წელს დაიწყო. SBA პირველი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელმაც დუალური პროგრამის განხორციელება დაიწყო ბუღალტერიაში.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ბუღალტრული აღრიცხვის დუალურ პროგრამას კომპანია ფინანსურ ოფისთან ერთად ახორციელებს, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტები თეორიას აკადემიაში სწავლობენ, ხოლო კომპანიაში პრაქტიკულ უნარებს, რეალურ გარემოში დაეუფლებიან.
2018 წლის 13 ნოემბერს, დაიწყო დამსაქმებლის მიერ კანდიდატურის შერჩევის პროცესი, რომელიც სამ ეტაპს მოიცავს: ტესტირება, ჯგუფური გასაუბრება და ინდივიდუალური გასაუბრება. აკადემია წარმატებას უსურვებს თითოეულ სტუდენტს.