2019 წლის 6 თებერვალს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩატარდა სახანძრო უსაფრთხოების ევაკუაციის იმიტაცია. დაცვის სამსახურმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ევაკუაციის იმიტაციის პროცედურას, გახსნა ყველა საევაკუაციო გასასვლელი, შენობაში მყოფი პირებისათვის, რათა მათ დაეტოვებინათ ტერიტორია.
ინსტრუქციის შესაბამისად, საგანგაშო სიგნალის შემდეგ, ევაკუაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ყველამ თავი მოიყარა უსაფრთხო ტერიტორიაზე.
სამაშველო შტაბის უფროსმა ბესიკ მიგრიაულმა შეკრებილებს განუმარტა, აღნიშნული სახანძრო უსაფრთხოების იმიტაციის მნიშვნელობა და მისცა მითითებები გასათვალისწინებელ პროცედურასთან დაკავშირებით.