საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, კომპანია ფინანსურ ოფისსა და პროფესიულ სტუდენტ ლია აფციაურს შორის დუალური სწავლების სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა.
ფინანსური ოფისი პირველი აუდიტორული კომპანიაა, რომელმაც ბუღალტრული აღრიცხვის დუალური სწავლების პროგრამის განხორციელება დაიწყო კერძო სექტორში საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სთან ერთად.
დუალური სწავლება გერმანულენოვან ქვეყნებშია გავრცელებული და დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სწავლების ფორმადაა მიჩნეული, რადგანაც ბიზნესი, როგორც კურსდამთავრებულთა პოტენციური დამსაქმებელი, პროგრამის უმეტესი ნაწილის განხორციელებაზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც სტუდენტთა დასაქმების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.