👉2019 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემიამ -SBA-ში, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებს შორის პროფესიული სტუდენტის შეფასების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კოლეჯების 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
✅შეხვედრაზე განიხილეს შეფასების სისტემის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, შეფასების ინსტრუმენტების მომზადებასთან და მტკიცებულებათა შეგროვებასთან, ასევე შეფასების სისტემის ვერიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე განიხილეს ცალკეული დაწესებულებების პრაქტიკაც.