📣 2020 წლის 10 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში ახალი COVID-19 კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
✅ საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის შენობის დეზინფექცია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, უზრუნველყო კომპანია „ ჯი ერ კომპანის “ ჯგუფმა.
✅ საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-სთვის მნიშვნელოვანია, რომ სწავლისა და მუშაობის დროს თითოეულმა სტუდენტმა და თანამშრომელმა დაცულად იგრძნოს თავი.
✅SBA-ის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს სპეციალური ხსნარების გამოყენებით დეზინფექციის ჩატარებას, ასევე მისაღები სივრცე აღჭურვილია პირველადი სადეზინფექციო და დამცავი ჰიგიენური საშუალებებით.