პროფესიული ტესტირების შესახებ

პროფესიული ტესტირების შესახებ

#პროფესიულიტესტირებისშესახებ

📣საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA გაცნობებთ:

‼️აპლიკანტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ მოახერხეს ტესტირებაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზების გამო:

➡️იმყოფებოდნენ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე

➡️იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში

➡️იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ

➡️იმყოფებოდნენ სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო

♻️ 2020 წლის 15 სექტემბრიდან 2020 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს

‼️განცხადებას თან უნდა ახლდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოაღნიშნულიდან ერთ-ერთ გარემოებას