მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალისტი – მარკეტერი

მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალისტი – მარკეტერი

აკადემია აგრძელებს სასიამოვნო სიახლეების შეთავაზებას!
✅საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის პარტნიორმა ორგანიზაციამ შპს ევროპის ბიზნეს სკოლა და კონსალტინგმა აკადემიასთან თანამშრომლობით 2020 წლის 24 დეკემბერს წარმატებით მოიპოვა პროფესიული გადამზადების პროგრამის ,,მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალისტი – მარკეტერი” განხორციელების უფლება
♻ პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების
უფლების მიმნიჭებელმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი პროგრამის განხორციელებას.
👉აღნიშნული პროფესიული გადამზადების პროგრამა განხორციელდება აკადემიის ბაზაზე.
🔰პროგრამის მიზანია საქართველოს შრომის ბაზარს მიაწოდოს მარკეტინგისა და გაყიდვების კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც შეძლებს:
↪ აწარმოოს საწარმოს მარკეტინგი და საწარმოს გაყიდვები;
↪ მოახდინოს საწარმოს შესაბამისი ბაზრის სეგმენტაცია;
↪მართოს საწარმოს გაყიდვებისა და მარკეტინგის კამპანიები;
↪დაგეგმოს და განახორციელოს საქმის სოციალური მედია კამპანია;
↪ განსაზღვროს გაყიდვების ვარდნის რისკები და პრევენციული ზომების მიღება.
🔰პროფესიული გადამზადების პროგრამის „მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალიტი მარკეტერის“ მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნას და გამოუმუშავდებათ პრაქტიკული უნარები ისეთ საკითხებში, როგორიცაა მარკეტინგის და გაყიდვების თანამედროვე, კრეატიული, ინოვაციური მიდგომების გამოყენება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება .
🔰პროგრამის დასრულების შედეგად გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერთიფიკატი.