საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA დაარსების დღიდან სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს.
მიმდინარე წლის 28 დეკემბერს წინასაახალწლოდ, ტრადიციულად, საქართველოს უსინათლოთა კავშირის სოციალურად დაუცველ წევრებს აკადემიის სახელით მათთვის შეძენილი ნობათი გადაეცათ.
აკადემიის წარმომადგენლებმა საახალწლო განწყობა შეუქმნეს მათ და ბედნიერი ახალი წელი უსურვეს.