საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA ნიკა ჯიაძესთან ერთად აგრძელებს კამპანიას #გამოხატე, რომლის ფარგლებში გიწვევთ
ესეებისა და ჩანახატის კონკურსში.
კამპანია #გამოხატე გულისხმობს ისეთი სიტყვისა და ქმედების გამოვლენას, რომელიც ცვლის ადამიანთა ცხოვრებას.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
ქვემოთ მოცემულ ფრაზების შესახებ უნდა დაწეროთ ესე ან ჩანახატი:
1.უბრალოდ, მოკითხვა მინდოდა
მომენატრე!
2.შეიძლება მოვიცალო
შენს გვერდით ვარ!
3.თუ არ გამოგდის, შეეშვი.
რაც უნდა მოხდეს, იარე წინ!
4.თავის მართლების 1000 სიტყვის ნაცვლად
მაპატიე!
5.1000 ალტერნატიული სიტყვის ნაცვლად
მიყვარხარ!
6.აზრი არ აქვს
არ გაბედო დანებება!
7.ბევრი შეცდომა დავუშვი
წარსული უკან დატოვე და წინსვლა განაგრძე.
ნაშრომის წარდგენისას კონკურსანტებმა უნდა დაიცვან შემდეგი სტანდარტები:
კონკურსში მონაწილე უნდა იყოს SBA-ის სტუდენტი
ესე/ჩანახატი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე
ესეს სტრუქტურაა:
თავფურცელი (ნაშრომის სათაური, სტუდენტის სახელი და გვარი, პროგრამა, რომელზეც სწავლობს სტუდენტი, სასწავლებლის სახელწოდება, წელი)
შესავალი
ძირითადი ნაწილი
დასკვნა
სიტყვების რაოდენობა არ უნდა იყოს 200-ზე ნაკლები და 1000-ზე მეტი
ფორმატი: Word
ფონტი: Sylfaen
შრიფტის ზომა: 12
ხაზებს შორის დაშორება: 1.5
გვერდის მინდორი: Normal
ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი ესეს/ჩანახატის გამოგზავნა.
სპეცილურად შექმნილი საკონკურსო კომისიის შედეგად შერჩეული იქნება გამარჯვებული, რომელიც გამოვლინდება 14 თებერვალს.
საკონკურსო პრიზი:
გამარჯვებულს გადაეცემა 2 ჰუდი, ერთი იმ ფრაზის გამოსახულებით რაზეც დაწერს ნაშრომს, მეორე რომელსაც გაუზიარებს მეგობარს.
კონკურსის გამარჯვებული ნაშრომი გამოქვეყნდება საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის ვებ.გვერდსა და Facebook გვერდზე;
კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა
2021 წლის 7 თებერვალი
ესეებისა და ჩანახატების კონკურსისთვის ნაშრომები კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად
აკადემიის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე: info@sba.edu.ge
გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ #გამოხატე.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
pr@sba.edu.ge